სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"გომელაურმა დაუყოვნებლივ გააკეთოს განცხადება, კაციტაძემ ჩაატაროს ეფექტიანი გამოძიება" - საია უმძიმეს კადრებზე

TV Pirveli -ის მიერ გავრცელებულ უმძმეს კადრებს საგაბგებო განცხადებით ეხმაურება ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია. საია გმობს მოქალაქეებზე ანგარიშსწორებას, დამცირებას და ღირსების შელახვას და მოუწოდებს შს მინისტრს, დაუყოვნებლივ გააკეთოს განცხადება, კოკა კაციტაძეს კი ეფექტიანი გამოძიების ჩატარებისკენ მოუწოდებს.

"ვრცელდება უმძიმესი კადრები, როგორ უსწორდებიან წრეში მოქცეულ ძირს დაგდებულ დაკავებულ ადამიანს სპეციალური დანიშნულების რაზმის თანამშრომლები რიგ-რიგობით, მასზე ანგარიშსწორების, დამცირების, ღირსების შელახვის მიზნით.
მივმართავთ
შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს, დაუყოვნებლივ გააკეთოს განცხადება მომხდართან დაკავშირებით და აღკვეთოს მსგავსი პრაქტიკა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ნათელი ხდება, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნებისგან ტარდება შემწყნარებლური პოლიტიკა, რაც ასეთი ფაქტების პირდაპირი წახალისებაა;
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს, კოკა კაციტაძეს, ჩაატაროს ეფექტიანი გამოძიება 2024 წლის 13 მაისის დილით მომხდარ ძალადობის ფაქტებზე, ვინაიდან ამ უწყების არასათანადო რეაგირება, ასევე, თამაშობს წამახალისებელ როლს სამართალდამცავთა მიერ ჩადენილ სერიოზულ უფლებადარღვევებზე.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100