სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

18 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

დღეს მიმდინარე მოვლენებში თქვენი უშუალო მონაწილეობა აუცილებელი არ არის. დღის მეორე ნახევარში ყურადღება მიაქციეთ ყოფით, ოჯახურ მოთხოვნილებებს, რადგან ისინი განსაზღვრავს თქვენ ქცევას. ნუ ჩაიკეტებით საკუთარ სამყაროში, უფრო მეტად დაეკონტაქტეთ სხვა ადამიანებს, იცხოვრეთ აქტიური ცხოვრებით.

კურო

წარმოუდგენელი აზრები დაგებადებათ, მაგრამ ამის გამო არ დასცინოთ საკუთარ თავს, ვინაიდან ეს აზრები მომავალში შესაძლებელია თქვენი ბედის გადამწყვეტი აღმოჩნდეს.

ტყუპები

ეს დღე არასახარბიელო იქნება ძველ ახლობლებთან ურთიერთობისათვის. თუ თქვენ დილას კამათით დაიწყებთ უკვე 11 საათისთვის იგრძნობთ ენერგიის ნაკლებობას და მთელი დღე უინტერესოდ გავა. მიაქციეთ ყურადღება მეგობრების რჩევას.

კირჩხიბი

დღეს ეცდებით დაიმსახუროთ ახლობლების ნდობა, მაგრამ ამისათვის საჭიროა ურთიერთგაგება, თქვენთან ურთიერთობა გაუჭირდება ადამიანს, რომელიც თქვენი მესაიდუმლეა.

ლომი

იყავით დღეს შრომისმოყვარე და დღე წარმატებულად ჩაივლის. საღამოს გართობაზეც იფიქრეთ. დღევანდელ დღეს კარგია ბუნებაში გასეირნება.

ქალწული

დღეს შეძლებთ წარმატებით დაასრულოთ ის საქმე, რომელიც დიდი ხნის წინ წამოიწყეთ. არ მოდუნდეთ და ისევ ისეთი შემართებით გააგრძელეთ საქმიანობა.

სასწორი

თუ ნოსტალგიამ შეგიპყროთ, მოინახულეთ დიდი ხნის უნახავი მეგობრები. გახსოვდეთ ახალი წარმატებების დროა. თუ საკუთარ თავში ჩაღრმავების სურვილი გაგიჩნდებათ, მრავალ კითხვაზე შეძლებთ პასუხის გაცემას.

მორიელი

შესანიშნავი დღეა იმ ადამიანებისთვის, რომელთა საქმიანობა დაკავშირებულია მიმოსვლასთან და ურთიერთობასთან, მოითხოვს ოპერატიულობას და გაბედულებას. ამ დროს აქტიური ცხოვრების წესით იცხოვრეთ, თუნდაც დასასვენებლად იყოთ წასული.

მშვილდოსანი

თქვენი გეგმები შეიძლება შეიცვალოს. უარყოფით ემოციებს ნუ აჰყვებით. თქვენი შრომისუნარიანობა თქვენს მონდომებაზე იქნება დამოკიდებული. გამოიჩინეთ ინიციატივა და გქონდეთ წარმატების იმედი.

თხის რქა

სხვა ადამიანებთან ურთიერთობას თუ დილიდანვე დაიწყებთ, უფრო მეტად სხვების პრობლემებით დაკავდებით. მოგზაურობა, გასეირნება ან დილიდანვე სახლიდან გაღწევა არაპერსპექტიული იქნება, კონკრეტულ პირად მოთხოვნილებებს დღის მეორე ნახევარში მოაგვარებთ.

მერწყული

სიზარმაცე და დროის გაყვანის ტაქტიკა-ეს ნეგატიური ტენდენციები დღეს თქვენი დაბრკოლების მიზეზი გახდება. ასევე, მოგეჩვენებათ, რომ ყველაფერი შესანიშნავად მიდის. შესაძლოა, პრობლემა სწორედ იმ მხრიდან გამოჩნდეს, საიდანაც ყველაზე ნაკლებად ელით.

თევზები

დღეს საღამოების მოწყობისა და გართობის დრო არ არის. უკეთესია მთელი ძალებით შეუდგეთ სამუშაოს და იმედი იქონიეთ, რომ ეს საქმე საბოლოო ჯამში საინტერესო, სასარგებლო და კარგად ანაზღაურებადი იქნება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100