სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„როგორ მიბედავთ! რუსეთის მოქალაქე ვარ!“ – „თქვენ ბელორუსის რესპუბლიკაში იმყოფებით!“ (ვიდეო)

ნასვამ მდგომარეობაში მყოფი BMW-ს მძღოლი ქალბატონი ბელორუსმა ავტოინსპექტორებმა მობილური ტელეფონით გადაიღეს მას შემდეგ, რაც იგი სამართალდამცველების მოთხოვნას არ დაემორჩილა და დოკუმენტების წარდგენის მოთხოვნას აგრესიით უპასუხა. მოსკოვის რეგიონის რუსული სახელმწიფო ნომრების მქონე მანქანაში ქალი-მძღოლის გვერდით მამაკაციც იჯდა, რომელმაც ქალმა, თავის მხრივ, მობილურით ვიდეოს გადაღება დაავალა. ქალი დაჟინებით ითხოვდა, რომ ავტოინსპექტორებს პატივი ეცათ „მესაკუთრის უფლებისთვის“ და მისთვის ავტომანქანის კარის დაკეტვის საშუალება მიეცათ, თუმცა, ინსპექტორები არანაკლები დაჟინებით ითხოვდნენ მისგან დოკუმენტების წარდგენას.

როცა ვერაფერს გახდა, მთვრალმა ქალბატონმა ამაყად წარმოთქვა: „მე რუსეთის მოქალაქე ვარ! უფლება არ გაქვთ!“ რაზეც ერთ-ერთმა ინსპექტორმა უპასუხა: „ეს ცოტას ნიშნავს! თქვენ ბელორუსის რესპუბლიკის ტერიტორიაზე იმყოფებით!“ - ამ შელაპარაკების შემდეგ ქალმა სამართალდამცველებს უცენზურო სიტყვებით მიმართა და წიხლებიც დაუშინა, რამაც ავტოინსპექტორების ადეკვატური რეაქცია გამოიწვია: მათ ქალი მანქანიდან ძალის გამოყენებით გადმოიყვანეს და განყოფილებაში მიაბრძანეს...

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100