სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„თეგეტა მოტორსი“ ევროპული ბრენდის EXIDE-ის აკუმულატორების ყველაზე დიდ არჩევანს გთავაზობთ

“თეგეტა მოტორსი” ექსკლუზიურად გთავაზობთ ევროპული წარმოების EXIDE-ის აკუმულატორების ყველაზე დიდ არჩევანს, EXIDE-ის ბრენდის ასორტიმენტში ნებისმიერი ავტომობილისთვის მოიძებნება შესაბამისი აკუმულატორი. ბრენდის 120 წლიან გამოცდილებას ავტომწარმოებლების უმრავლესობა ენდობა. ამოტომაც Alfa Romeo, Beneteau, BMW, Case, Citroën, Claas, Dacia, Fiat, Hymer, Hyundai, Iveco, Jaguar, Land Rover, Jeanneau, John Deere, Kia, Lancia, MAN, Mini, New Holland, Nissan და სხვა ცნობილი მწარმოებლები EXIDE-ის აკუმულატორებით ქარხანაშივე კომპლექტდებიან.

EXIDE-ის აკუმულატორები გამოირჩევა უსაფრთხოების საუკეთესო მახასიათებლებით და სწრაფი დამუხტვით. „თეგეტა მოტორსი“ გახლავთ EXIDE-ს ბრენდის ექსკლუზიური დილერი საქართველოში. „თეგეტა მოტორსის“ სერვის ცენტრებში თქვენ შეგიძლიათ შეიძინოთ EXIDE-ის აკუმულატორები გარანტიით ნებისმიერი ავტომობილისათვის.

„თეგეტა მოტორსი“ უკვე 22 წელია მოღვაწეობს ქართულ ბაზარზე და ავტოინდუსტრიაში მუდმივად ინარჩუნებს ლიდერის პოზიციას. „თეგეტა მოტორსი“ საქართველოში უმსხვილესი იმპორტიორია მსოფლიოს წამყვანი ბრენდების მიერ წარმოებული საბურავების, ზეთების, აკუმულატორების და მსუბუქი ავტომობილების სათადარიგო ნაწილების მიმართულებით. რაც ნიშნავს, რომ აქ წარმოდგენილი უმაღლესი ხარისხის პროდუქცია ნებისმიერი მარკის ავტომობილისთვის გამართული მუშაობის და უსაფრთხო გადაადგილების გარანტიაა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100