ბეთჰოვენის წერილები „უკვდავ“ სიყვარულს
ბეთჰოვენის სიკვდილის შემდეგ (1827),მის პირად დოკუმენტებში აღმოჩენილ იქნა სასიყვარულო წერილი,რომლის ადრესატის ვინაობა უცნობია.კომპოზიტორი მას იხსენიებს,როგორც- “უკვდავ შეყვარებულს” (immortal beloved) .
ეს არ არის წერილი,ესაა ემოცია,გრძნობა,ტკივილი…
ახლა კი დროა წარსულში ვიმოგზაუროთ:
1812 წელი, 6 ივლისის დილა
“ჩემო ანგელოზო,ჩემო ყველაფერო,ჩემო საკუთარო …რამდენიმე სიტყვა მაქვს სათქმელი დღეისთვის,მთლიანად ფანქრით გადმოცემული..ფანქრით და შენით.მხოლოდ ხვალინდელ დღემდე თუ გაამყარებს ჩემს ბინას ეს სიტყვები.რა საძაგლად ვხარჯავთ დროს აურაცხელ უმნიშვნელო რაღაცაში.რა ღრმაა მწუხარება…
შეიძლება თუ არა არსებობდეს ჩვენი სიყვარული თავგანწირვის გარეშე? შეიძლება ამ ყველაფრის შეცვლა? შეცვლა იმისა,რომ მთლიანად მე არ მეკუთვნი …ან გეკუთვნი კი მე მთლიანად შენ? ღმერთო,შეხედე მშვენიერ ბუნებას,რადგან ამ ბუნების შემხედვარე გონებამ გარდაუვალია სიმშვიდე არ ჰპოვოს.
სიყვარული
მოითხოვს
,იგი საჭიროებს ყველაფერს და ეს სავსებით მართებულია,რადგან ის არის ჩემთვის შენთან ერთად და შენთვის -ჩემთან ერთად.ჩვენ საკმაოდ ახლოს ვიყავით ერთმანეთთან იმისათვის,რომ შეგემჩნია ის მტკივნეული გრძნობა,რომლის მატარებელიც გახლდი…
მინდა,რომ მალე შევხვდეთ,რადგან ამ წამსაც კი არ შემიძლია ბოლომდე გადმოვცე ჩემი დასკვნები ჩემსავე ცხოვრებზე.ჩვენი გულები ერთად რომ იყოს,ალბათ ვერც ვიფიქრებდი ამდენ წვრილმანზე.ჩემი გულის სავსეა სათქმელით,მაგამ ზოგჯერ ვხვდები,რომ ლაპარაკი არაფერს შცველის.
დარჩი ჩემს ნამდვილ და ერთადერთ საგანძურად,ჩემო ყველაფერო,როგორც მე ვარ შენთვის.
შენი ერთგული.
ლუდვიგი.”
6 ივლისი,საღამო ..
“შენ იტანჯები,შენ,ჩემო ძვირფასო…სადაც მე ვარ, შენც იქ ხარ ჩემთან ერთად და ალბათ უნდა შევეგუო,რომ შემიძლია შენთან ერთად ცხოვრება (მაგრამ ეს ასე არაა).
რა საშინელია ცხოვრება!
რა ვარ უშენოდ?ადამიანთა ყურადღებას მოკლებული ყველგან,ყოველთვის,რომელსაც სანატრელად გაუხდა ის მცირედი ,რაც სხვებს აბადიათ-ბედნიერება. გულს მტკენს ადამიანთა მოურიდებლობა ისევ ადამიანების მიმართ…
მე ვტირი,როდესაც წარმოვიდგენ,რომ სულ მალე ჩემს წერილს მიიღებ.ვიცი,რომ ძალიან,ძალიან გივარვარ,მაგრამ მე უფრო ძლიერ…არასოდეს დამალო შენი თავი ჩემს წინაშე.
ღმერთო!რა ახლოს ხარ,მაგრამ ამავდროულად რა შორს..განა ჩვენი სიყვარული შენობას არ ჰგავს? შენობას,რომელშიც სამოთხე იმალება… “
კომენტარი