სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

საქართველოში ,,სამართლებრივი გზამკვლევი ქალებისთვის” გამოიცა

25 ნოემბერს საქართველო მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანასთან ერთად "ქალთა წინააღმდეგ ძალადობის ლიკვიდაციისთვის ბრძოლის საერთაშორისო დღეს" აღნიშნავს.
დფსდფსდფსდ
25 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის ლიკვიდაციის საერთაშორისო დღედ 1999 წელს გაერომ ოფიციალურად აღიარა, თუმცა, მიუხედავად ამისა, ქალი ყოველთვის იყო და არის ძალადობის მსხვერპლი. სტატისტიკური მონაცემების თანახმად, მსოფლიოში სამიდან ერთ ქალს ცხოვრებაში ერთხელ მაინც გამოუცდია ძალადობა, უმეტეს შემთხვევაში ძალადობას ქალზე ქმარი, ან ოჯახის რომელიმე სხვა წევრი მამაკაცი მიმართავს.
დფსდფსდფსდ
ქალები ძალადობისგან დაცულნი არცერთ ქვეყანაში არ არიან. ბრიტანელი ქალების 30 პროცენტს ფიზიკურ შეურაცხყოფას ახლანდელი ან ყოფილი პარტნიორი აყენებს, კანადაში ეს რიცხვი 29%-ია, შეერთებულ შტატებში კი 22. საფრანგეთში ოჯახურ ძალადობას ყოველ ოთხ დღეში ერთი ქალის სიცოცხლე ეწირება.
დფსდფსდფსდ
გენდერული ძალადობის წინააღმდეგ მიძღვნილი ღონისძიებები 25 ნოემბრიდან 10 დეკემბრამდე ყოველწლიურად იმართება მსოფლიოს ქვეყნებში, მათ შორის საქართველოშიც.
დფსდფსდფსდ
აღნიშნული მოვლენის ფარგლებში ადამიანის უფლებებზე და გენდერული თანასწორობის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაცია "კონსტიტუციის 42-ე მუხლმა", გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის საზოგადოების ფინანსური დახმარებით, გამოსცა პირველი ქართულენოვანი მასშტაბური სახელმძღვანელო ქალთა უფლებების შესახებ, სახელწოდებით "სამართლებრივი გზამკვლევი ქალებისთვის”
დფსდფსდფსდ
წიგნის მიზანი გენდერული თანასწორობის თემაზე მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება და ამ მხრივ ყველაზე საჭირო და აუცილებელი ინფორმაციის თავმოყრაა. მას თან ერთვის ელექტრონული სახელმძღვანელო გენდერული ძალადობისაგან დაცვის აუცილებელი სხვადასხვა პრაქტიკული მაგალითებით, საჩივრის ფორმებით და ასე შემდეგ.
დფსდფსდფსდ
გამოცემა განკუთვნილია ქალებისთვის, მიუხედავად იმისა, აქვთ თუ არა რაიმე სამართლებრივი პრობლემა და ემსახურება ინფორმაციის გავრცელებას ქალთა უფლებებისა და სამართლებრივი დაცვის მექანიზმების შესახებ.
დფსდფსდფსდ
წიგნი მიმოიხილავს ოჯახს და ქალის უფლებებს, ქალის შრომით უფლებებს, სამართლებრივი დაცვის ეროვნულ და საერთაშორისო უფლებებს. მასში ამოვიკითხავთ, როგორ უნდა მოიქცეთ სამსახურში დასაქმებისას, როგორ შეიძლება გასაჩივრდეს სამსახურიდან უკანონოდ განთავისუფლების ბრძანება, რა უფლებებით სარგებლობენ ორსული და მეძუძური ქალები, საჭიროა თუ არა საქორწინო ხელშეკრულების გაფორმება და ასე შემდეგ.
დფსდფსდფსდ
პროექტის შემადგენელი ნაწილია იმ მომხმარებლების გამოკითხვა, რომელთაც აღნიშნული წიგნი გადაეცემათ, რაც აღნიშნული ინფორმაციის გავრცელების ეფექტურობის შემოწმების საშუალებას იძლევა.
გამოცემის პრეზენტაციას იურისტები და საქართველოში მოქმედი ადამიანის უფლებათა დამცველი საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებიც დაესწრნენ.
დფსდფსდფსდ
აღნიშნულ თემაზე იგეგმება ტრეინინგების ჩატარება საქართველოს რეგიონებშიც.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100