სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

როცა პოლიციელებს ტუალეტის ქაღალდებს, ფქვილს აყრიან და „კეტჩუპს" ასხამენ, ამას არასდროს ვაპატიებთ - შს მინისტრი

შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის განცხადებით, პირები, რომლებმაც პოლიციელებს მთავრობის ადმინისტრაციასთან ფქვილი შეაყარეს და „კეტჩუპი" შეასხეს, მკაცრად დაისჯებიან.

„ეს არის ძალიან ცუდი შემთხვევა, სამწუხაროდ. ეს არის მიუღებელი. მინდა მადლობა გადავუხადო ყველა პოლიციელს, რომლებიც ვაჟკაცურად დგანან და ითმენენ. ისინი 3-4 დღე გარეთ არიან იმისთვის, რომ ჩვენი და ჩვენი ოჯახების უსაფრთხოება დაიცვან. ისინი დგანან იქ და უკაცრავად, მაგრამ ტუალეტის ქაღალდებს და ფქვილს აყრიან და "კეტჩუპს" ასხამენ თავზე. ეს არის ყოვლად მიუღებელი. არც ვიცი, ამას რა დავარქვა. ეს არის ძალიან არანორმალური საქციელი. ეს ადამიანები უნდა დაისაჯონ და დაისჯებიან კიდეც მკაცრად. ყოველთვის ასე იქნება და ამას არასდროს ვაპატიებთ," - განაცხადა გომელაურმა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100