ბოლო სამი თვის მანძილზე ალიმენტის 430 საქმე დარეგულირდა
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ „აღსრულების ეროვნული ბიუროს“ აქტიური ჩართულობითა და მხარეებს შორის წარმატებით დასრულებული მოლაპარაკებების შედეგად ბოლო სამი თვის განმავლობაში შეჩერებული აუქციონებისა და თავიდან არიდებული იძულებითი აღსრულების მაჩვენებელი ასე გამოიყურება:
სსიპ „აღსრულების ეროვნული ბიუროს“ მიერ მხარეებს შორის მორიგების მაჩვენებელმა ბოლო სამი თვის განმავლობაში შეადგინა 683 შემთხვევა;
ამავე პერიოდში მორიგებით დასრულდა და, შესაბამისად, არ შედგა იძულებითი გამოსახლება 50 შემთხვევაში;
მორიგების შედეგად, სამი თვის განმავლობაში გამოცხადებული აუქციონი შეწყდა და აღარ მოხდა ქონების რეალიზაცია 39 შემთხვევაში;
ამავე საანგარიშო პერიოდში 1309 მოქალაქეს გაუკეთდა ჯარიმის განწილვადება;
სამი თვის მანძილზე დარეგულირებული ალიმენტის საქმეთა რაოდენობამ შეადგინა 430 ერთეული.
კომენტარი