„ზურიკო და ნოდარი“ - მამაშვილობაზე წინ დაყენებული სამართლიანობა
„თბილისი იყო ურთიერთობა“ კიდევ ერთ საოცარ თბილისურ ისტორიას გვიამბობს. „ზურიკო დანოდარი“ ასე დაასათაურეს, ერთი თბილისელის ნაამბობი საოცარი ამბავი „თბილისი იყო ურთიერთობა“-ს ადმინისტრატორებმა.
ნოდარ ანდღულაძის მამა იყო სახელგანთქმული მომღერალი და პედაგოგი დავით ანდღულაძე... კაცი, რომლის ერთი სიტყვა წყვეტდა საქართველოში მომღერლების ბედს... ზურიკოს მამა-ივანე ანჯაფარიძე, პოლკოვნიკი იყო, 1937-ში დახვრიტეს და ზურიკოს არავინ ჰყავდა პატრონი...
ორივე ტენორები იყვნენ ზურიკოც და ნოდარიც... იმ განსხვავებით, რომ ნოდარს მამა ყავდა დავით ანდღულაძე... ამბობენ, ბატონ ნოდარს ზურიკოზე ძლიერი ხმაც კი ჰქონდაო, მაგრამ ზურიკოს სხვა ხიბლი და ტემბრი ჰქონდა, ყველასგან განსხვავებული... დათიკომ ეს იცოდა და რაღაცა მომენტში, საკუთარი შვილი განზე გაწია და ზურიკოს დაულოცა გზა "ლა სკალაშიც" და შემდგომში "დიდ თეატრშიც"...
წარმოუდგენელია ახლა ჩვენთვის ეს ვაჟკაცობა და ადამიანობა...
მაგრამ ყველაზე მეტად სულ მაკვირვებდა თავად ნოდარის, სოცრად დიდი კაცის დამოკიდებულება ზურიკოსადმი...
არანაირი შური, არანაირი!!! მარტო სიხარული მისი წარნატებებისგან და უსაზღვრო სიამაყე... ზურიკო, რომ წავიდა, ავედი ბატონ ნოდარისთან.. და უბრალოდ ჩავეხუტე... ვიცოდი, როგორ ტკიოდა მასაც...
მაშინ ძალიან უჭირდა ყველა ნორმალურ ადამიანს...
კედელზე ეკიდა შალიაპინის და კაზლოვსკის სურათები მიძღვნებით...გათბობა არ ჰქონდა და დერეფანში ელოდებოდნენ მოწაფეები, გაყინულები, მაგრამ თეთრი პერანგებით და "ბაბოჩკით'...
ბატონი ნოდარი გაკვეთილებზე სხვანაირად არ უშვებდა...
ასეთი იყო ნამდვილი თბილისი...
კომენტარი