სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

აფხაზურმა მილიციამ ცნობილი ბოევიკ-ჩინოვნიკი დააკავა

აფხაზურმა პოლიციამ გალის სამხედრო კომისარიატის უფროსის მოადგილე ბესიკ კირთაძე დააკავა.

როგორც "პირWელს" გალის რაიონიდან აცნობეს, კირთაძე იმ დროს დააკავეს, როცა გალის რაიონის სოფელ ჭუბურხინჯში მოსაკრებლის სახით მოსახლეობაში თხილს აგროვებდა.

"როგორც თქვეს, კირთაძე გაფრთხილებული ყოფილა, მოსახლეობაში თხილი არ აეგროვებინა, თუმცა ეს მაინც გააკეთა და დააკავეს კიდეც", - განუცხადა "პირWელს" წყარომ.

მისივე ინფორმაციით, ეს კირთაძეზე ზეწოლის პირველი ფაქტი არ არის. კერძოდ, იგი ჯერ კიდევ დე ფაქტო პრეზიდენტის არჩევნებამდე ალექსანდრე ანქვაბის მომხრეების მიერ იყო ნაცემი და სოჭში მკურნალობდა.

აღსანიშნავია, რომ სწორედ კირთაძეს უკავშირდება გალის რაიონის დაწიოკებისა და ე.წ. რეიდების საქმე. იგი განსაკუთრებით ჯარში სეზონური გაწვევების დროს აქტიურობდა და ქართველ ახალგაზრდებს აფხაზურ ჯარში მსახურს ან გათავისუფლების სანაცვლოდ საკმაოდ დიდი თანხის გადახდას აიძულებდა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100