სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ნაგომარში საბავშვო ბაღი, ამბულატორია და ადმინისტრაციული შენობა დაიწვა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაგომარში, ხანძრის შედეგად საბავშვო ბაღი, ამბულატორია და ადმინისტრაციული შენობა დაიწვა.

შემთხვევა გასულ ღამეს მოხდა. ადმინისტრაციული შენობა სადაც საბავშვო ბაღიც ფუნქციონირებდა ახალგარემონტებული იყო.

ხანძრის გაჩენის მიზეზები ამ დროისათვის უცნობია. არსებული ინფორმაციით, ცეცხლი შენობის სახურავზე გაჩნდა.

ადგილზე ჩოხატაურისა და ოზურგეთის სახანძრო ბრიგადები მუშაობდნენ, თუმცა შენობა მთლიანად დაიწვა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100