სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"შობელძაღლ news" გვინდოდა თავიდან, მერე "HOT გოგი" გადავწყვიტეთ" - გოგი წულაიას ახალი გადაცემის შემქმნელები ქუთაისის გამოცოცხლებას გეგმავენ

"hot გოგი"-ის პირველი გადაცემა უკვე გამოჩნდა ინტერნეტ-სივრცეში და მაყურებელთა ყურადღებაც მიიპყრო. პარტია "თავისუფალი საქართველოს" იმერეთის ორგანიზაციის თავმჯდომარე გოგი წულაია იუმორისტული გადაცემის წამყვანად მოგვევლინა და შესანიშნავადაც გაართვა თავი ამ საქმეს.
"hot
გოგი" -ასეთია იმ გადაცემის სახელწოდება, რომელიც ინტერნეტ-სივრცეში ყოველ კვირას განთავსდება.
პოლიტიკოსის თქმით, გადაცემის წაყვანასთან დაკავშირებით წინადადება ახალგაზრდების ჯგუფისგან მიიღო.

დრონი.ჯი გოგი წულაიას დაუკავშირდა და ახალი გადაცემის შესახებ ესაუბრა.

ბატონო გოგი, როგორ დაიბადა ამ გადაცემის იდეა და როგორ მოახერხეს ახალგაზრდებმა თქვენი დათანხმება?

- ახალგაზრდებმა შემომთავაზეს იუმორისტული გადაცემის წაყვანა. ბუნებრივია ამ წინადადებას დავთანხმდი. ნიჭიერი კავეენშიკები არიან, ვიცნობდი ადრეც, მარა ასე არა. ხოდა რას ქვია უარს ვეტყოდი ახალგაზრდებს და არ დავეხმარებოდი. ახლა საარჩევნო ამბების ციებ-ცხელება კი მაქვს და დრო საერთოდ არ მაქვს, მაგრამ ახალგაზრდებს თუ რამეში წავადგები მაგაზე უარს ნამდვილად არ ვიტყვი. არვიცი ეს ჩემს საარჩევნო კამპანიას როგორ წაადგება, ან საერთოდ წაადგება თუ არა, მაგრამ მე ეგ არ მაინტერესებს, მთავარია ბიჭებს, ჩვენს ახალ თაობას გამოვადექი და ზოგადად, მე სულ ახალგაზრდების და ჩვენი მომავალი თაობის სამსახურში ვარ.

- რა რეაქციები მოჰყვა პირველ გადაცემას და ხომ არ მოულოცია რომელიმე ცნობილ პოლიტიკურ ფიგურას გადაცემის წამყვანობა?

რეაქციები რავიცი, თუ არ მეაფირისტენ იმდენმა ხალხმა დამირეკა და მომილოცა და მითხრა მაგარიაო, ანუ რაც მითხრეს ძაან მოეწონათ და პოლიტიკურ ფიგურებს ნამდვილად არ დაურეკავთ და არც მოულოციათ.

იუმორისტული გადაცემების გადაღების და ინტერნეტ-სივრცეში განთავსების იდეის ერთ-ერთი ავტორი დათუნა ფურცხვანიძეა, რომელიც გადაცემებს რეჟისურაც გაუწევს. მასთან ერთად გადაცემაზე ძველიკავეენშკებიგიორგი გიორგობიანი, შაკო ხურციძე და ბექა იაკობიძე მუშაობენ.

დათუნა ფურცხვანიძის ქუთაისი მსგავსი ტიპის იუმორიტული გადაცემების ნაკლეობას განიცდის.

პირველმა გადაცემამ მოლოდინები გაგვიმართლა, საკმაოდ დიდი გამიხმაურება მოყვა, მიუხედავად იმისა რომ ჯერ 24 საათიც არ გასულა რაც დავდეთ. გუშინაც და დღესაც საკმაოდ საინტერესო შემოთავაზებების ზარები განხორციელდა ჩვენს ტელეფონებზე... უკვე MyVideo.ge გახდა გადაცემის ოფიციალური პარტნიორი, რომელმაც მაქსმალური მხარდაჭერა გამოგვიცხადა... ჩვენი შემოქმედებითი ჯგუფი, რომელიც ყოფილი მანსანკანელებისგან ვართ დაკომოლექტებული, არ ვაპირებ გავჩერდეთ ამ ერ გადაცემაზე და ამ წუთებშიც ბევრი საინტერესო გადაცემის იდეაზე ვმუშაობთ...“- განაცხადა დრონი.ჯი-სთან საუბარში დათუნა ფურცხვანიძემ.

ბექა იაკობიძე: მას შემდეგ, რაც მანსანკანის თამაშს თავი დავანებეთ, დიდი ხანია გვსურს კვლავ გამოვჩნდეთ ქართული იუმორის ასპარეზზე და ქუთაისური იუმორი არ მიეცეს დავიწყებას... ერთ დღესაც, როდესაც ძველი მეგობრები (ძველი გუნდელები) შევიკრიბეთ, კვლავ ერთად მუშაობისა და ხუმრობების წერის სურვილმა გააჩნა იდეა დაგვეწყო ინტერნეტ იუმორისტულ პროექტებზე მუშაობა და ვფიქრობთ რომ წინ ძალიან ბევრი და შრომატევადი საქმეები გველოდება.

შაკო ხუციძე: ბატონი გოგის გადაცემის სახელზე ბევრი ვარიანტი გვქონდა, პირველი და მთავარი იყო - "შობელძაღლ news", რაც მალევე დავბლოკეთ, ასევე იყო "სნუპ-გოგი", "გოგიnews", თუმცა ერთხმად "HOTგოგი" გადავწყვიტეთ, ვფიქრობთ კარგად და გერმიელადაც ჟღერს.

როგორი წარმატება ექნება „HOTგოგი"-ის ამას დრო გვიჩვენებს, მანამდე კი მისასალმებელია ის ფაქტი, რომ ახალგაზრდა თაობა ასე ცდილობს მივიწყებული ქალაქის გამოცოცხლებას. #მეტიასეთიახალგაზრდასაქართველოს




კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100