სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

უკრაინაში საბრძოლველად 70-მდე იაპონელი მოხალისე ჩასვლას გეგმავს

იაპონელი მოსალისეები უკრაინაში გამგზავრებას და იქ რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლას აპირებენ. ამის შესახებ Reuters იუწყება. ეს გადაწყვეტილება იაპონიის თავდაცვის ძალების ყოფილმა სამხედრო მოსამსახურეებმა მას შემდეგ მიიღეს, რაც უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უცხოელ მოხალისეებს რუსული აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლისკენ მოუწოდა. მოხალისეებმა უკრაინის საელჩოს უკვე მიმართეს. საელჩოს განცხადებით, უკრაინაში საჭიროა მედიცინის სფეროს მუშაკები, მეხანძრეები და მაღალი ტექნოლოგიების სპეციალისტები. რამდენიმე დღის წინ ტოკიოში უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესიის გასაპროტესტებლად ხალხი შეიკრიბა. იაპონიის მოსახლეობამ შემოწირულობის სახით უკრაინის დასახმარებლად 17 მლნ დოლარი შეაგროვა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100