სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ჯენიფერ ენისტონი და დევიდ შვიმერი ერთად არიან

სერიალ მეგობრების ვარსკვლავები ჯენიფერ ენისტონი და დევიდ შვიმერი ერთმანეთს ხვდებიან. ამის შესახებ ჟურნალი Closer Magazine საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს.

გამოცემის ინფორმაციით, მსახიობებმა, რომელთა პერსონაჟებიც - რეიჩელი და როსი სერიალში ერთად დარჩნენ, ურთიერთობა „მეგობრების“ სპეციალური ეპიზოდის გადაღებების შემდეგ განაახლეს. ეპიზოდში ენისტონმა და შვიმერმა გაამხილეს, რომ სერიალზე მუშაობისას ერთმანეთი მოსწონდათ, თუმცა ერთად არასოდეს ყოფილან, რადგან ყოველთვის სხვებს ხვდებოდნენ.

წყაროს ინფორმაციით, გადაღებების შემდეგ შვიმერი ნიუ-იორკიდან ლოს-ანჯელესში ჩაფრინდა, სადაც ენისტონი ცხოვრობს. წყვილი ბევრ დროს ატარებს ერთად. ოფიციალურად ინფორმაცია მსახიობების რომანის შესახებ დადასტურებული არ არის.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100