სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„ლუდზე აქციზის მომატება დაგეგმილ ინვესტიციებზე უარყოფითად აისახება“

„ფინანსთა სამინისტროს მოლოდინი იმასთან დაკავშირებით, რომ აქციზის გაზრდით ფისკალური ეფექტი გაიზრდება და დამატებითი შემოსავლები შევა ბიუჯეტში, გადაჭარბებულია. სამაგიეროდ, საპირისპირო შემიძლია გითხრათ: ყოველივე აქედან გამოდინარე, ჩვენ ვვარაუდობთ, რომ ბაზრის წილი დაახლოებით 20% შემცირდება და ეს ბუნებრივია, აისახება 2015 წელს ჩვენი კომპანიების მიერ დაგეგმილ ინცესტიციებზე“- განაცხადა „კასტელ საქართველოს“ გენერალურმა დირექტორმა ლევან ზაუტაშვილმა ჟურნალისტებთან გამართულ პრესკონფერენციაზე.

ქართული ლუდის მწარმოებელმა კომპანიებმა „ნატახტარი“, „კასტელი საქართველო“ და „ზედაზენი“ ლუდზე აქციზის გაზრდასთან დაკავშირებით „არ გამიძვირო ლუდის“ საინფორმაციო კამპანია დაიწყეს.

ლუდის მწარმობელი კომპანიის წარმომადგენლებმა, უარყოფითად შეაფასეს გადაწყვეტილებას ლუდზე აქციზის 50% გაზრდის შესახებ, რომელიც ძალაში 2015 წლის 1 მარტიდან შედის.

„ჩვენ სერიოზულად ვემზადებოდით, დაგეგმილი გვქონდა ახალი ხაზების, უცხოური პარტნიორების შემოყვანა და ვფიქრობ, რომ ეს ჩვენი მხრიდან გადაიხედება და შევეცდებით, მოვერგოთ არსებულ სიტუაციას. ამიტომ, ვფიქრობთ, უკეთესი იქნება თუ ანგარიშს გაუწევენ იმ ფაქტორებს, რაც არსებობს ბაზარზე და მოგვცემენ იმის საშულებას, რომ გავაგრძელოთ წარმატებული ფუნქციონირება ქართული ლუდის ბაზარზე, რომელიც მინდა გითხრათ ერთ-ერთი წარმატებულია ქართულ კომპანიებს შორის.“

ზაუტაშვილის თქმით, ლუდის აქციზის გაძვირებასთან დაკავშირებით ხელისუფლების წარმომადგენლებისგან მიიღეს განმარტებები, თუმცა, არადამაჯერებელი.

„მინდა გითხრათ, რომ განმარტებები მივიღეთ, თუმცა, არადამაჯერებელი. ჩვენთვის ეს ნაკლებად არის დაკავშირებული ზოგადად მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებთან, მსოფლიოს სავალუტო კურსს ვგულისხმობ და ა.შ. მივიღეთ განმარტება მაგრამ, ჩვენთვის დამაჯერებელი არ იყო. მათი არგუმენტი არის ის, რომ ბიუჯეტში ამ კუთხით შესაძლებელია გაჩდეს დამატებითი შემოსავალი. ჩვენ ვფიქრობთ, რომ პირიქით, გაცილებით ლოიალური დამოკიდებულებით ლუდის ბიზნესის მიმართ, ვგულისხმობ გადასახადის შემცირებით, ჩვენ მოგვეცემა შესაძლებლობა გავაძლიეროთ ჩვენი ინვესტიციები, უფრო მეტი ხალხი იყოს დასაქმებული და ბუნებრივია, ბიუჯეტშიც გაცილებით მეტი შემოსავალი შევა.“ - განაცხადა „კასტელ საქართელო“-ს გენერალურმა დირექტორმა.

მისივე თქმით, შესაძლოა აქციზის გაძვირებით, მათ კომპანიაში დასაქმებული ადამიანების შემცირება მოხდეს. „არ მინდა კატეგორიული ვიყო, მაგრამ, ლოგიკურად თუ მივყვებით, მომხმარებლის შემცირებით ჩვენ გაგვიჩნდება ზედმეტი უფუნქციო დანადგარები, ზედმეტი უფუნქციო მუშახელი და შეძლებისდაგვარად შევეცდებით, ეს ნაკლებად მტკივნეულად აისახოს ჩვენს თანამშრომლებზე. მაგრამ, სავარაუდოდ, ალბათ, ესეც გარდაუვალი იქნება.“

ზაუტაშვილის თქმით, „კასტელ საქართველო“ 2015 წელს 4 000 000 ევროს ღირებულების ინვესტიციას გეგმავს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100