სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ცნობილი ფოტოს ისტორია

მეოცე საუკუნის მიწურულს, ფოტოგრაფ კევინ კარტერის ფოტომ ‘’შიმშილი სუდანში’’ მთელი ცივილიზებული მსოფლიო შოკში ჩააგდო. ნამუშევარმა მის ავტორს პულიტცერის პრემია და მსოფლიო აღიარება მოუტანა.

ამ ფოტოს ისტორია კი ასე დაიწყო. 1994წელს კევინი 4 ფოტოჟურნალისთან ერთად მუშაობდა აფრიკაში და ეძებდა ფოტოსენსაციებს. კევინ კარტერი საკვების გამცემი პუნქტიდან მოშორებით მიმოდიოდა, როდესაც ტირილის ხმა შემოესმა. იქვე მინდორზე დაინახა შიმშილისგან ძალაგამოცლილი და მოკუნტული გოგონა, რომელიც სიკვდილის პირამდე მისული ჩუმად ტიროდა. ფოტოგრაფმა კამერა მოიმარჯვა და გადაღება დააპირა, როდესაც ბავშვთან ახლოს სვავი მოფრინდა.კევინმა შესანიშნავი ფოტოს გადაღების შანსი გამოიყენა, შეარჩია პოზიცია და ასე შექმნა მსოფლიოში ერთ–ერთი ყველაზე გახმაურებული სურათი.

კადრში მოსჩანს მტაცებელი ფრინველი, რომელიც გოგონას დასაკორტნად მის სიკვდილს ელოდება. ფოტოზე ასახულმა სუდანელი გოგონას ფოტომ მსოფლიო აალაპარაკა.

ამ ამბის ერთადერთი მოწმე ფოტოგრაფი ჟოაო სილვა იყო, რომელიც ამტკიცებდა, რომ სურათზე დედის მიერ გაეროს დახმარების პუნქტიდან საჭმლის მოპოვებისას ცოტა ხნით დატოვებული ბავშვია გადაღებული, სვავი კი კადრში შემთხვევით აღმოჩნდა.

როცა ფოტოგრაფს ჰკითხეს, – რატომ არ დაეხმარა გოგონას და საკვების გაცემის პუნქტში არ მიიყვანა, კევინმა უპასუხა, – ჩემი მოვალეობა ინფორმაციის მოწოდებაა და არა ვინმეს დახმარებაო.

გავიდა 3 წელი და მიუხედავად წარმატებული კარიერისა, ფოტოგრაფს დეპრესია დაეწყო (სავარაუდოდ, სუდანის შემზარავი ამბის მოგონებების ფონზე) და 33 წლის ასაკში სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. იგი საკუთარ ბინაში გარდაცვლილი იპოვნეს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100