სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ქალებს შორის დაპირისპირება დაჭრით დასრულდა - რა მოხდა ფოთში?

ფოთში, ნაბადის უბანში ახალგაზრდა ქალი დაჭრეს. დაზარალებული სუპერმარკეტ "იოლის" თანამშრომელია. ინციდენტს შელაპარაკება უძღოდა წინ. ქალებს შორის დაპირისპირება სუპერმარკეტის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.

ადგილზე ამ წუთებში საპატრულო პოლიციის რამდენიმე ჯგუფია მობილიზებული და ტერიტორიაზე ექსპერტ -კრიმინალისტების მიერ საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

კურიერის ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალს ზურგის არეში ზედაპირული ჭრილობები სავარაუდოდ შუშის გატეხილი ბოთლით აქვს მიყენებული.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100