ჩინეთში ჩინოვნიკი ძვირფასი საათისა და სულელური ღიმილის გამო გაათავისუფლეს (ფოტო)
BBC-ის ცნობით, ჩინეთში ერთ-ერთი გავლენიანი ჩინოვნიკი სამსხურიდან ძვირფასი საათების სიყვარულისა და ავტოსაგზაო შემთვევის ადგილზე „სულელური ღიმილის“ გამო გაათავისუფლეს. აუცილებელია აღინიშნოს, რომ ზემოთ აღნიშნული ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 36 ადამიანი გარდაიცვალა.
ჩინოვნიკის ფოტომ, სადაც ეს უკანასკნელი ღიმილიანი სახით არის გამოსახული საზოგადოებაში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია. ამ ყოველივეს ის ფოტომასალა დაემატა, სადაც ეს ადამიანი მეტად ძვირფას საათებს ატარებს. როგორც აღმოჩნდა, პოლიტიკოსის საათების კოლექცია 11 შეუდარებელი ეგზემპლარისგან შედგება, რამდენიმე მათგანის ღირებულება კი 63 ათასი ამერიკული დოლარია.
სწორედ ეს გარემოებები გახდა ჩინოვნიკის სამსახურიდან გათავისუფლების მიზეზი.
კომენტარი