სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"ზუმას“ შემქმნელი კომპანია 750 მილიონ დოლარად გაიყიდა

ერთ–ერთმა უმსხვილესმა სათამაშო გამომცემლობამ Electronic Arts (EA)–მა თამაშების მწარმოებელი კომპანიის PopCap Games–ის შეძენის შესახებ განაცხადა.

გარიგების თანხა 750 მილიონ დოლარს მიაღწევს და PopCap–ის ბიზნესის წარმატების მიხედვით, 2013 წლამდე კომპანიის მფლობელები EA–სგან დამატებით 550 მილიონ დოლარს მიიღებენ. PopCap–ის შეძენა, რომელმაც ისეთი ცნობილი თამაშები შექმნა, როგორებიც Bejeweled–ი და Zuma–ა, EA–ს შესაძლებლობას მისცემს კაზუალური (ფართოდ გავრცელებული) თამაშების ბაზარზე გავიდეს.

როგორც EA–ს ხელმძღვანელმა ჯონ რიჩიტიელომ განაცხადა, Electronic Arts–ის სტუდიები მთელ მსოფლიოში PopCap–ს დაეხმარება ციფრული მოწყობილობების ბაზრის სწრაფ ათვისებაში.

მან ასევე აღნიშნა, რომ ეს გარიგება მის კომპანიას მისცემს შესაძლებლობას, წლის მაჩვენებლით მილიარდი დოლარის მოგება მიიღოს. 2009–2010 წლებში Electronic Arts–ის ფინანსური მაჩვენებლები კრიზისის გამო მკვეთრად გაუარესდა, რისი მიზეზიც მსოფლიო კრიზისი იყო. კომპანიის სუფთა წაგებამ 2010 წელს 667 მილიონი დოლარი შეადგინა. სტუდია PopCap Games–ი, რომელიც მაქსიმალურად ფართო აუდიტორიისთვის განკუთვნილი თამაშების შექმნაზეა ორიენტირებული, 2000 წელს სიეტლში შეიქმნა. იგი ქმნის თამაშებს მობილური ტელეფონების, სმარტფონების, კომპიუტერებისა და სოციალური ქსელებისთვის. 2010 წელს კომპანიამ 100 მილიონ დოლარზე მეტი გამოიმუშავა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100