რად ღირს ასე ძვირი ქალიშვილის კოცნა...
მთვარის მკრთალი შუქი
მოსავს არე-მარეს,
ძირს, მიწაზე ვზივარ
და შევცქერი მთვარეს.
დავფიქრდები ჩემთვის,
წარმოვთქვავ ვით ლოცვა
რად ღირს ასე ძვირი
ქალიშვილის კოცნა...
ვინც შენ გიყვარს სძულხარ...
შენ კი თითქოს ყრუ ხარ
შენ კი თითოს ბრმა ხარ
მის სარკმელთან დგახარ
და შესცქერი მთვარეს
და ოცნებობ გულში
გულით გსურს დარწმუნდე
გოგოს სიყვარულში,
მაგრამ უცებ მთვარე
ეფარება ღრუბელს
და შენ ამჩნევ სულ სხვა
მას სიყვარულს უმხელს
შენ კი თითქოს ყრუ ხარ,
შენ კი თითქოს ბრმა ხარ...
შენ ამჩნევ ამ ამბავს,
მაგრამ...
მაინც დგახარ........
(1973 წ. 2 თებერვალი.1სთ და30 წთ.
თამაზ ცაგურიშვილი,გერმანულის გაკვეთილი)
კომენტარი