სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„ბავშვები ვერ გაგვიშვია ქუჩაში, გადათხრილია ყველაფერი, ჭები გადახდილი, საშინელი სუნია“- ნინოშვილის ქუჩის მოსახლეობა დახმარებას ითხოვს

ქალაქ ქუთაისის ნინოშვილის ქუჩის მაცხოვრებლებმა დრონი.ჯი-ს წერილით მომართეს და თავიანთი გასაჭირის შესახებ უამბეს. დრონი ჯი წერილს უცვლელად გთავაზობთ:

„ქალაქ ქუთაისის ნინოშვილის მე-16 რკინიგზის შესახვევის მოსახლეობა ორი თვეა მტვერში ვცხოვრობთ, მერიამ გზას დაგიგებთო, გადათხარეს ყველაფერი და ორი თვეა არ მოსულან. საკანალიზაციო ჭებს თავი აქვს ახდილი, ვერ მოძრაობენ მანქანები და ბავშვები ვეღარ გაგვიშვია ქუჩაში. ამას ისიც ემატება, რომ ამოდის კანალიზაციის სუნი და ფანჯრებიც ვერ გაგვიღია ამ სიცხეში.

დავრეკეთ ქუთაისის მუნიციპალიტეტში და გვითხრეს დაგირეკავთ და მოვალთო, თუმცა არავინ მოსულა. ასევე დავრეკეთ ქუთაისის მერიაში და გვითხრეს სამუშაოები გაჭინაურდა და არვიცით როდის განახლდება გზის დაგებაო.

ივნისის შუა რიცხვებში უნდა დასრულებულიყო აღნიშნული სამუშაოები და ივლისის ბოლოა უკვე, არავინ ყურადრებას არ გვაქცევს და მთელი ზაფხული ამ დღეში ვართ... იქნებ დაგვეხმაროთ ინფორმაციის გავრცელებაში, რომ ყურადღება ამის შემდეგ მაინც მოგვაქციონ“

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100