შპს „მაგთიკომის“ განცხადება
17 ივნისიდან CDMA („მაგთი ფიქსის“) ლიცენზიის ვადის ამოწურვასთან დაკავშირებით
მაგთიკომი, როგორც მაღალი
პასუხისმგებლობის მქონე კომპანია, თავს ვალდებულად
თვლის, საზოგადოებას მიაწოდოს დამატებითი
ინფორმაცია,
თუ რა გარემოებებს ეფუძნება მისი გადაწყვეტილება
მაგთი ფიქსის მომსახურების შეწყვეტის შესახებ.
მაგთიკომი არაერთგზის
შეეცადა, შეენარჩუნებინა მაგთი ფიქსის მომსახურება, გაეგრძელებინა CDMA ლიცენზიის მოქმედების ვადა და
გაეთვალისწინებინა მომხმარებლების, განსაკუთრებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე და საზღვრისპირა
რეგიონებში მცხოვრები მოქალაქეების ინტერესები, მიუხედავად
იმისა, რომ CDMA ტექნოლოგია მორალურად მოძველებულია და მაგთი ფიქსის
აბონენტების რაოდენობა მკვეთრად შემცირებულია.
მაგთიკომმა მაგთი
ფიქსის მომსახურების შენარჩუნებასთან დაკავშირებით
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასთან კონსულტაციები ჯერ კიდევ 2018 წელს
დაიწყო, რათა გაერკვია არსებული საკანონმდებლო რეგულაციის ფარგლებში ან საკანონმდებლო ცვლილებების საფუძველზე
ლიცენზიის გაგრძელების შესაძლებლობა, რომელიც გაითვალისწინებდა არსებულ რეალობას: მოძველებული ტექნოლოგიის პერსპექტივას, აბონენტების მცირე რაოდენობას და სხვა არსებით გარემოებებს. სამწუხაროდ, გავლილი კონსულტაციების საფუძველზე, ასეთი შესაძლებლობა (კანონიერი)
გამოირიცხა. შესაბამისად, მაგთიკომი იძულებული გახდა, მიეღო
გადაწყვეტილება მაგთი ფიქსის მომსახურების
შეწყვეტაზე, ლიცენზიის მოქმედების ვადის ამოწურვის გამო.
კომენტარი