სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ნინოწმინდაში 24 წლის ბიჭი მოკლეს

მკვლელობა ცივი იარაღით. რამდენიმე საათის წინ ნინოწმინდაში 24 წლის ბიჭი მოკლეს.

არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილს ჭრილობა გულ-მკერდის არეში დანით აქვს მიყენებული.

მომხდარის შესახებ ადგილობრივები საუბრობენ და ამბობენ, რომ ახალგაზრდები სოფელში სტუმრად იყვნენ ჩამოსულები, შემთხვევა ქეიფის შემდეგ მოხდა.

რა გახდა ორ ახალგაზრდას შორის დაპირისპირების მიზეზი, ამ დროისთვის უცნობია.

შს სამინისტროს თანამშრომლებმა მკვლელობაში ეჭვმიტანილი უკვე დააკავეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულიხსმობს.

გარდაცვლილი რუსეთში ცხოვრობდა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100