გარდაბანში, მე-2 საარჩევნო უბანზე, ცოტა ხნის წინ ვითარება უკიდურესად დაიძაბა
ქართული ოცნების აქტივისტები ნაციონალური მოძრაობის წევრებს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.
სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ, ორმა დაპირისპირებულმა ჯგუფმა ერთმანეთს ქვები დაუშინა.
ქართული ოცნების აქტივისტებს შორის შეიარაღებულებიც იყვნენ. პოლიციამ შეიარაღებული პირი საარჩევნო უბნიდან გაიყვანა, თუმცა არ დაუკავებია.
კომენტარი