"ჯეოსელში" ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური შევიდა
მობილური კავშირგაბმულობის კომპანია კომპანია "ჯეოსელში" ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური შევიდა. საგამოძიებო სამსახურის პრესსამსახურში ჟურნალისტებს კომპანაში შესვლის მიზეზი არ დაუკონკრეტეს. როგორც პრესსამსახურის ხელმძღვანელმა გიორგი გრძელიშვილმა განაცხადა, "ჯეოსელში" საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
"გიდასტურებთ, რომ კომპანიაში საგამოძიებო სამსახურია შესული, თუმცა, მიზეზებზე ჯერჯერობით ვერაფერს გეტყვით. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები", - აღნიშნა გიორგი გრძელიშვილმა.
რაც შეეხება "ჯეოსელს", კომპანიაშიც ადასტურებენ, რომ 13 თებერვალს, "ჯეოსელის" სათავო ოფისში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლები შემოწმების მიზნით შევიდნენ. "ჩვენი აზრით, ეს არის მიმდინარე შემოწმება და საქმის ვითარებაში სრულად გარკვევამდე კომპანია კომენტარისგან თავს შეიკავებს", - განუცხადეს "ინტერპრესნიუსს" "ჯეოსელში".
კომენტარი