სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ვია "75"–ის წევრს, თემურ რევაზიშვილს 28 თებერვალს წმინდა ნიკოლოზის ეკლესიიდან გამოასვენებენ

ვოკალურ-ინსტრუმენტული ანსამბლ "75"-ის სოლისტის თემურ რევაზიშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით რადიო "საქართველოს ხმის" ეთერში გადაცემაში "მონატრებული ხმები", რომელიც 12 საათზე დაიწყო, მონაწილეობას იღებენ რობერტ ბარძიმაშვილის მეუღლე, პროფესორი ვანდა ბარძიმაშვილი, მომღერლები ზურაბ მანაგაძე, ზურაბ კობეშავიძე, კობა ბეჟიტაშვილი, ზურაბ დოიჯაშვილი.

ისინი საუბრობენ რევაზიშვილის შემოქმედებაზე და მასთან დაკავშირებულ ისტორიებს იხსენებენ. შეგახსენებთ, რომ 58 წლის ასაკში გარდაიცვალა ანსამბლ "75"-ის სოლისტი თემურ რევაზიშვილი. გარდაცვალების მიზეზი გულის შეტევა გახდა. მომღერალს სამშაბათს წმინდა ნიკოლოზის ეკლესიიდან გაასვენებენ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100