სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

თაღლითობა იტალიაში დასაქმების პირობით - იდენტიფიცირებულია საქართველოს მოქალაქე

თაღლითობა დასაქმების პირობით - იდენტიფიცირებულია საქართველოს მოქალაქე, რომელიც ემიგრანტებს იტალიაში დასაქმებას ჰპირდება, საბოლოოდ კი ღია ცის ქვეშ ტოვებს და ფულს სძალავს.

დამსაქმებლის სქემა ასე მუშაობს - მას საქართველოდან მოქალაქეები იტალიაში ჩაჰყავს, სამსახურს ჰპირდება, საბოლოოდ კი, ყოველთვიურ ხარკს 400 ევროს უწესებს - იმ შემთხვევაში თუ ემიგრანტი ფულს არ გადაიხდის, საქმეში "შავი სამყარო" ერთვება.

ემიგრანტების ინტერვიუები უმძიმესია - ისინი "პირველებთან" დეტალურად ჰყვებიან, რა პირობებში უწევთ ცხოვრება და შემდეგ მუშაობა. ქართველი ქალის წინააღმდეგ საქმეს იტალიის პოლიცია უკვე იძიებს.

"დამსაქმებელი, რომელიც ცნობილია ანას სახელით, მარტო ფულის აღების დროს გამომიგზავნა ვიღაც დამსაქმებელი ლუკა, თავისთან ერთად მუშაობს, იტალიელია, სრული კატასტროფა იყო. წარმოიდგინეთ, ციხის საკანი, ერთმანეთზე დალაგებული საწოლები, ერთ ოთახში 6 ქალი, 6 კვადრატულში. საქართველოში ძალიან ბევრს ატყუებს. აქ რომ ჩამოვედი, მერე გავიგე რა ღირს ბილეთი, სახლი და ა.შ. გეუბნება, რომ უნდა გაუძლო ყველაფერს იმისთვის, რომ ჩემთვის ვალი გაქვს გადასახდელი. ყოველ ოთხშაბათს გოგოს მიგზავნიდა, რომ ფული გამეგზავნა. ერთადერთი ვიყავი, ვინც დაუპირისპირდა. მთელი ქართველი მეუბნებოდა, არ გეშინია, ქურდი ჰყავს ვიღაც ქუთაისში, რაღაცას გიზამს, ისეთ დღეში ცაგაგდებს, რომ არ ვიცი". - ამბობს ემიგრანტი.

ქალისგან მუქარის მსხერპლი გახდა გივი გელაშვილიც. ადამიანი, რომელმაც საჩივარი შეიტანა ქალბატონ "ანას" წინააღმდეგ. ამის შემდეგომ მის ტელეფონზე მუქარის შემცველი შეტყობინებები არ წყდება.

ჩამოდიან და ძალიან დიიდ ოდენობის თანხას ადებენ გადასახდელად. მაგალითისთის, ვიღაც ქალს, რომელსაც უნდა იტალიაში ჩამოსვლა, აქ მყოფმა ქალმა გადაახდევინოს 2000-დან 3000 ევრომდე და შემდეგ მთელი აქ ყოფნის მანძილზე ამ ქალს მოუწიოს ამ თანხის გადახდა. აქ არ არის საუბარი მხოლოდ ამ თანხაზე საუბარი, შეილება იყოს 5000იც კი. საერთაშორისო დონეზე არის გამოძიება დაწყებული. ჯერ დეტალების გამხელის უფლება არ მაქვს, მაგრამ ამ ადამიანებს არ ეგონოთ, რომ მათ პასუხი არ მოეთხოვებათ. ძალიან ბევრი ზარი შემოდის უცხო ნომრებიდან, იმუქრებიან, არ ამბობენ ვინ არიან.".- ამბობს გეაშვილი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100