კულებიაკა (პოლონური კერძი)
მასალა:
ცომისათვის:
350 გრამი ფქვილი
20 გრამი საფუარი
50 გრამი კარაქი ან მარგარინი
150 გრამი ცხიმი
½ ჭიქა რძე
შაქარი
მარილი
2 ცალი კვერცხი
შიგთავსისათვის:
350 გრამი კომბოსტო
350 გრამი მჟავე კომბოსტო
350 გრამი ღორის ხორცი
½ თავი ხახვი
30 გრამი ცხიმი
პილპილი
მარილი
ავიღოთ 4 სუფრის კოვზი ფქვილი, გავხსნათ მცირე რაოდენობის თბილ წყალში, დავამატოთ საფუარი და ცოტა მარილი და დავდგათ თბილ ადგილას. როდესაც ცომი გაფუვდება, დავამატოთ დანარჩენი ფქვილი, 1 ცალი კვერცხი, 1 კვერცხის გული და მარილი. ცომი ვზილოთ მანამდე, სანამ ბუშტები არ გაუჩნდება. კარაქი გავადნოთ და შევაგრილოთ, ჩავამატოთ ცომში და ვზილოთ კიდევ რამდენიმე ხანი, შემდეგ დავდგათ თბილ ადგილას გასაფუებლად. გაფუებული ცომი მოვათავსოთ ფქვილმოყრილ დაფაზე და სწრაფად გავაბრტყელოდ ოთხკუთხედ, ½ სმ სისქის ფირფიტად. ფირფიტის შუაში მოვათავსოთ შიგთავსი და ცომს კიდეები შევუკეცოთ. კარაქწასმულ ტაფას მოვაყაროთ ფქვილი და ზედ მოვათავსოთ კულებიაკა, რომელსაც ზემოდან კვერცხის ცილა უნდა წავუსვათ, შემდეგ შევდგათ ღუმელში. 1 საათის შემდეგ კულებიაკა გამოვიღოთ და დავჭრათ პორციებად.
მისაყოლებლად მივიტანოთ გამდნარი კარაქი ან ტომატის საწებელი.
შიგთავსი შემდეგნაირად მზადდება: მჟავე და საღი კომბოსტო ვხარშოთ დარბილებამდე მარილიან წყალში, დავდგათ დასაწურად და გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში. ხახვი დავჭრათ ნაჭრებად და ოდნავ შევბრაწოთ, დავამატოთ კომბოსტო, მოვშუშოთ. მომზადებული მასა გადმოვიღოთ ტაფიდან, მოვაყაროთ მარილი და პილპილი, დავუმატოთ წვრილად დაჭრილი ხორცი. ყველაფერი კარგად გადავურიოთ ერთმანეთში.
კომენტარი