სახელგანთქმული მიხეილ შუმახერი სინგაპურში დაიმტვრა
„ფორმულა–1“–ის 2011 წლის მე–14 რბოლა მიხეილ შუმახერის ავარიითა და სებასტიან ფეტელის გამარჯვებით დასრულდა. რბოლა სინგაპურში ტარდებოდა, „გრან–პრის“ ერთ–ერთი მთავარი პრეტენდენტი კი თავისი „მერსედესით“ 29–ე წრეზე ავარიაში მოყვა. შუმახერი ჯერ ნიკო როსბერგს, ხოლო შემდეგ სერხიო პერესს დაეჯახა და წრიდან გადავარდა. „უსაფრთხოების კდელთან“ შეჯახების შემდეგ გერმანელის „მერსედესი“ ფრიად სავალალოდ გამოიყურებოდა. საბედნიეროდ, თვითონ მრბოლელი არ დაზიანებულა – შუმახერმა მანქანიდან გადმოსვლა დამოუკიდებლად მოახერხა.
კომენტარი