სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რამდენიმე წუთის წინ მარნეულში შევიდა... - აი, რა ხდება მარნეულსა და ბოლნისში კარანტინის გამოცხადების შემდეგ

მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში კარანტინის გამოცხადების შემდეგ ვითარებას სამართალდამცველები აკონტროლებენ: აკრძალულია ქალაქში შესვლა და გამოსვლა. პოლიციელების გარდა, ადგილზე მობილიზებულია თავდაცვის ძალები.

შესასვლელთან დგანან ექიმები, რომლებიც ტერიტორიაზე შემსვლელებს სიცხეს უზომავენ. იმ ავტომანქანებს, კი რომლებსაც კარანტინის ზონაში შესვლის საშუალება ეძლევათ, სპეციალური ხსნარით ამუშავებენ.

რამდენიმე წუთის წინ მარნეულში უკვე შევიდა ექიმთა ჯგუფი, რომელმაც პაციენტები კორონავირუსის სიმპტომებზე უნდა გამოიკვლიოს. იმ მოქალაქეებს კი, რომლებსაც სამართალდამცველები კარანტინის ზონაში უშვებენ, აფრთხილებენ, რომ ვეღარ დატოვებენ ტერიტორიას.

რაც შეეხება კარანტინის ზონას, იქ მოსახლეობას გადაადგილება შეუძლია მხოლოდ გადაუდებელი შემთხვევების დროს, მათ შორის სურსათისა და მედიკამენტების შესაძენად.

მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტები მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე მას შემდეგ გადავიდა, რაც მარნეულში კორონავირუსით ქალი დაინფიცირდა, რომლის ინფიცირების წყაროს დადგენაც ვერ მოხერხდა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100