სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მეცნიერებმა მარადიული ახალგაზრდობის საიდუმლო ამოხსნეს

ალბერტ აინსტაინის სახელობის სამედიცინო კოლეჯის მეცნიერებმა უნიკალური აღმოჩენა გააკეთეს. ისინი აცხადებენ, რომ ტვინში აღმოჩენილია ზონა, რომელიც ადამიანის ორგანიზმის დაბერების პროცესს აკონტროლებს.

პროფესორი დონგშენგ კაი (Dongsheng Cai) ირწმუნება, რომ მეცნიერები ორგანიზმში დაბერების პროცესის მაკონტროლირებელი ორგანოს არსებობას დიდი ხანია ეჭვობდნენ, თუმცა მისი ადგილმდებარეობა აქამდე აღმოჩენილი არ იყო.

მკვლევარები აცხადებენ, რომ ტვინის იგივე ზონა ადამიანის განვითარებას, ნივთიერებათა ცვლას, ზრდასა და რეპროდუქციულ ფუნქციას აკონტროლებს. მათივე განმარტებით მომავალში შესაძლოა ტვინის აღნიშნულ ზონაზე გარკვეული ზემოქმედების შემთხვევაში დაბერების პროცესის კონტროლის მექანიზმი შემუშავდეს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100