სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"როდესაც ახლო მეგობარი პოლიტიკური შეხედულებების გამო გკარგავს... გკარგავს არა თავისი ნებით არამედ, აიძულებენ" - ნატა გულიაშვილი ანრი ბიბინეიშვილის დაკარგვას მტკივნეულად განიცდის

მსახიობი ნატა გულიაშვილი, ანრი ბიბინეიშვილის მიმართ გულისწყვეტას გამოთქვამს, მასთან ერთად გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს, ამბობს, რომ გული სწყდება დაკარგული მეგობრობის გამო და აი, რას წერს:

#ანრიბიბინეიშვილი ყველაზე მტკივნეული იცით რა არის, ამ ქვეყნად??? როდესაც ესეთი ახლო მეგობარია, ჭირში და ლხინ შენს გვერდით დგას, იზიარებს შენს მწუხარებას როგორც შენ, უხარია როგორც შენ, შენი სულის ნაწილი გგონია, გაკავშირებს ძალი ბევრი წელი და, პოლიტიკური შეხედულებების გამო, ეს ადამიანი გკარგავს... გკარგავს არა თავისი ნებით არამედ, აიძულებენ რომ დაგკარგოს... აი ეს არის დღევანდელი საქართველო... საქართველოში, სადაც ძალით აკეთებინებენ ხალხს იმას, რაც თვითონ უნდათ გარკვეული მიზეზების და გამო... ანრი Anri Bibineishvili-Jakeli ალბათ ოდესმე დაფიქრდები და მიხვდები, რომ ეს არ უნდა გაგეკეთებინა, მაგრამ, ალბათ ოდესმე ინანებ კიდევაც... უბრალოდ, მე ზუსტათ ვიცი, რომ მე ესე არ მოვიქცეოდი... თუმცა ალბათ, ელას არ შეუძლია ერთნაირად მეგობრობა... უბრალოდ ის ვიცი, რომ შენ ეგ გაიძულეს... Anri Bibineishvili-Jakeli“ - წერს ნატა გულიაშვილი.

შეგახსენებთ, რომ ნატა გულიაშვილის მხარდაჭერამ თაკო ჩარკვიანის მიმართ მეგობრები, ანრი და ნატა ერთმანეთთან დააპირისპირა.

პირველი დაპირისპირება იხილეთ აქ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100