სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

პოლიციელს ბადრი ბიწაძისა და ნინო ბურჯანაძის ოჯახის ავტომანქანა დაეჯახა (ვიდეო)

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ერთი გარდაცვლილი პოლიციელის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა. როგორც შსს-ს ანალიტიკური სამსახურის უფროსმა შოთა უტიაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, აქციის ორგანიზატორები იმდენად სწრაფად ცდილობდნენ დაეტოვებინათ აქციის მიმდებარე ტერიტორია, რომ მათი მანქანების სისწრაფეს პოლიციელის სიცოცხლე ემსხვერპლა. უტიაშვილის განმარტებით, პოლიციელს ბადრი ბიწაძისა და ნინო ბურჯანაძის ოჯახის ავტომანქანებმა გადაუარა.
მისივე ინფორმაციით, აქციის ორგანიზატორები გაფრთხილებული იყვნენ იმის შესახებ, რომ მათ აღარ ჰქონდათ აქციის გამართვის უფლება და იძულებული გახდნენ აქცია დაეშალათ. უტიაშვილის განცხადებით, აქციის მონაწილეებმა მათ გაუწიეს წინააღმდეგობა, შედეგად დაკავებულია რამდენიმე ადამიანი. 19 პირი კი დაშავებულია და საავადმყოფოებშია მოთავსებული. მისივე თქმით, მათ მსუბუქი დაზიანებები აღენიშნებათ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100