სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

გაეროს გენერალური მდივანი ლიბიას აფრთხილებს

გაეროს გენერალურმა მდივანმა პან გი მუნმა ლიბიის ხელისუფლებას მოუწოდა შეწყვიტოს „უწესრიგი" შეტევები ქვეყნის მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ. მან ასევე გააფრთხილა ოფიციალური ტრიპოლი მათ გარდაუვალ პასუხისმგებლობაზე სასამართლოს წინაშე, რომლებიც არღვევენ საერთაშორისო-სამართლებლივ ნორმებს. გაეროს პრესსამსახურის ინფორმაციით, გენერალურმა მდივანმა ლიბიის საგარეო საქმეთა მინისტრთან მუსა კისთან საუბრისას განაცხადა, რომ ტრიპოლი ვალდებულია შეასრულოს "მოქალაქეთა დაცვის შესახებ ვალდებულებები და გაითვალისწინოს ლიბიელი ხალხის მისწრაფება იცხოვროს ღირსეულად და მშვიდობიანად". გენმდივანი და საგარეო საქმეთა მინისტრი შეთანხმდენენ ლიბიაში სპეციალური შემფასებელი ჯგუფის დაუყონებლივ გაგზავნის შესახებ, რომელიც არსებულ ჰუმანიტარულ მდგომარეობას შეაფასებს.

იორდანიის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი აბდულ-ილა ალ-ხაბიტი ლიბიაში გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენლად დაინიშნა. მის მოვალეობაში შედის ლიბიის ხელისუფლებასთან კონსულტაციების გამართვა რეგიონში შექმნილ ჰუმანიტარულ ვითარებასთან დაკავშირებით. შეგახსენებთ, როლ ლიბიაში ანტისახელისუბლებო გამოსვლები 15 თებერვალს დაიწყო. საერთაშორისო ორგანიზაციების ინფორმაციით, დაღუპულია 6 ათასი ადამიანი. "ჯი-ეიჩ-ენი"

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100