სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

თელავში შურისძიების ნიადაგზე მამაკაცი დაჭრეს

გვიან ღამით თელავში, ნადიკვრის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე 36 წლის მამაკაცმა თანაქალაქელს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა. დაჭრილი მამაკაცი თელავის რაიონულ საავადმყოფოშია მოთავსებული. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ ტარების ბრალდებით, 36 წლის მამაკაცი დააკავეს.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, დაჭრილმა წლების წინ აღნიშნული მამაკაცის ძმა მოკლა.
ბრალდებული წინასწარი დაკავების იზოლატორშია მოთავსებული. გამოძიებას შს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველო აწარმოებს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100