სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

კორონავირუსით დაინფიცირებული მამაკაცის ოჯახის წევრები კარანტინში გადასვლაზე უარს აცხადებენ

წყალტუბოში კორონავირუსით დაინფიცირებული 62 წლის მამაკაცის ოჯახის წევრები კარანტინში გადაყვანაზე უარს ამბობენ. მათ დაავადებათა კონტროლის ცენტრს უარი უთხრეს, რის გამოც ადგილზე პატრული გამოიძახეს, პოლიციელები მათ დარწმუნებას ამ დრომდე უშედეგოდ ცდილობენ.

შეგახსენებთ, რომ წყალტუბოს მუნიციპალიტეტში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. 62 წლის მამაკაცი წყალტუბოს მერიის დასუფთავების სამსახურის თანამშრომელია.

მას ტემპერატურა ერთ-ერთ გამშვებ პუნქტზე დაუფიქსირდა, რის შემდეგაც ე.წ. ცხელების ცენტრში გადაიყვანეს, სადაც ვირუსი დაუდასტურდა. მამაკაცის ცოლთან და შვილთან ერთად ცხოვრობს, სამივე დასუფთავების სამსახურის თანამშრომელია.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100