სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მუხიანში, სახლის ეზოში, ახალგაზრდა კაცის ცხედარი იპოვეს

მუხიანში 35 წლამდე კაცის ცხედარი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, გობრონიძის ქუჩის მცხოვრებლებმა კაცის ცხედარი დღეს დილით ეზოში ნახეს. გარდაცვლილი ამავე ბინაში ცხოვრობდა. ცხედარი ამ დროისთვის ექსპერტიზაზეა გადასვენებული. საგამოძიებო უწყებები მომხდარი შემთხვევის მიზეზების დადგენაზე მუშაობენ. ვრცელდება ინფორმაცია, რომ 35 წლის კაცი ბოლო დღეების განმავლობაში სახლში არ იმყოფებოდა, მან თანამშრომლებს უთხრა, რომ რეგიონში მიდიოდა და ოჯახმა ბოლო ცნობები მის შესახებ დღეს მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევაზე შეიტყო.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100