სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ბათიაშვილის სახლთან სამართალდამცველები არ არიან

ირაკლი ბათიაშვილის საცხოვრებელ სახლთან, ჭავჭავაძის 11 ნომერში სამართალდამცველები არ შეინიშნებიან.

რამდენიმე წუთის წინ რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან გაკეთებული განცხადება, თითქოსდა ირაკლი ბათიაშვილის სახლი ალყაშია და სამართალდამცველები მის აყვანას ცდილობენ, არ დასტურდება.

ინფორმაცია მიტინგზე ირაკლი ბათიაშვილის შვილის, ირინა ბათიაშვილის სატელეფონო ზარებზე დაყრდნობით გავრცელდა.

შეგახსნებთ, რომ ირაკლი ბათიაშვილი, რომელიც 26 მაისის შემდეგ გაუჩინარებული იყო, დაახლოებით ერთის საათის წინ გამოჩნდა: იგი ოჯახის წევრებს ტელეფონით დაუკავშირდა. ერთ–ერთი ვერსიით, იგი სახლში იმყოფება და მძიმედაა ნაცემი.

პარლამენტის წინ მიმდინარე მიტინგზე ასევე ითქვა, რომ ირაკლი ბათიაშვილი 17.00 საათზე ბრიფინგის ჩატარებას გეგმავს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100