სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

პრეზიდენტს სტუდენტებს უმალავენ - თსუ-ს გარდა, კიდევ სად უთხრეს უარი ზურაბიშვილს ლექციის ჩატარებაზე

პრეზიდენტს სტუდენტებს მთელი საქართველოს მასშტაბით უმალავენ.

"პირველებმა" გაარკვია, რომ ანალოგიური პრომლების წინაშე მთავარსარდალი ქუთაისის და ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტებშიც აღმოჩნდა.

სტუდენტი ნიკო ნერგაძე ამბობს, რომ უნივერსიტეტების რექტორატის ხელით ცდილობენ ხელი შეუძალონ პრეზიდენტისა და სტუდენტების აუდიენციას.

ქუთაისის და ზუგდიდის უნივერსიტეტებმა პირდაპირ უთხრეს პრეზიდენტს განცხადებით, რომ არ დაუშვებენ საკუთარი უნივერსიტეტის ტერიტორიაზე. ფაქტობრივად ამ შინაარსის წერილი იყო, შესაბამისად, ეს ვერ იქნება უბრალო შემთხვევითობა. უნივერსიტეტების რექტორატის ხელით ახორციელებენ იმგვარ ქმედებებს, რომ პრეზიდენტს ხელი შეუშალონ ახალგაზრდებთან, სტუდენტებთან ურთიერთობაში. ხელისუფლებას არსურს, პრეზიდენტმა საკუთარი აზრი და მოტივაცია სტუდენტებს გაუზიაროს". - ამბობს ნიკო ნერგაძე.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ლექციის ჩატარებაზე უარი ეთქვა. თსუ-ს ადმინისტრაცია ამ დრომდე არ ამბობს რა მიზეზით დაუბლოკეს პრეზიდენტს საჯარო ლექცია სტუდენტებთან. კამერებს ემალება ჯაბა სამუშიაც, რექტორი, რომელსაც ნებართვის მისაღებად, ზურაბიშვილის ადმინისტრაციამ ოფიციალური წერილით მიმართა.

პრეზიდენტის ღია ლექცია 3 ნოემბერს უნდა გამართულიყო, სადაც ქვეყნის მთავარ გამოწვევებზე უნდა ესაუბრა და იმაზე, თუ რა სარგებელს მოუტანს ჩვენს ქვეყანას სტატუსის მიღება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100