"ამ ლიფტის დაზიანების შემთხვევები ხშირია..." - ბათუმში, მე-7 სართულიდან ლიფტი ჩავარდა, რომელშიც 4 ახალგაზრდა იმყოფებოდა
ბათუმში, ლეონიძის ქუჩაზე ახალაშენებულ კორპუსში ლიფტი ჩავარდა. შემთხვევის დროს ლიფტში 4 ახალგაზრდა იმყოფებოდა.
ადგილობრივების ცნობით, სამედიცინო დახმარება ოთხივეს დასჭირდა, თუმცა კლინიკიდან რამდენიმე საათში გაწერეს.
მათივე თქმით, სატვირთო ლიფტი მე-7 სართულიდან ჩავარდა, ერთი წელია, რაც ამ კორპუსში ცხოვრობენ და მისი დაზიანების შემთხვევა ხშირია.
„ჩემი შვილი მეგობრებთან ერთად იყო ლიფტში. ამბობს, რომ ნომრები აირია და სწარაფად წამოვიდა. საბედნიეროდ, ყველა გადარჩა“, - განაცხადა ბადრი შაინიძემ.
ფაქტზე გამოძიება 124-მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
კომენტარი