სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

უფლებადამცველები ნატალია ესტემიროვას საქმის გამოძიებას აკრიტიკებენ

ჩეჩნეთში ორგანიზაცია „მემორიალის“ თანამშრომლის, ნატალია ესტემიროვას მკვლელობიდან მეორე წლისთავზე, უფლებადამცველები სკეპტიკურად აფასებენ რუსი გამომძიებლების განცხადებას, რომ მკვლელობაზე პასუხისმგებლობა ეკისრებათ ისლამისტ ექსტრემისტებს. ეს ეჭვი გამოითქვა ერთ დღეში მას შემდეგ, რაც უფლებადამცავმა ორგანიზაცია „მემორიალმა“ გამოაქვეყნა დამოუკიდებელი ანგარიში, რომელშიც რუსეთის უშიშროების სამსახურს ადანაშაულებს საკვანძო მნიშვნელობის მტკიცებულებათა უგულებელყოფაში, სავარაუდოდ, ესტემიროვას ნამდვილი მკვლელებისთვის ხელის დასაფარებლად. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა დღეს უარი თქვა ესტემიროვას საქმესთან დაკავშირებით „კონკრეტული მტკიცებულებების“ გამხელაზე, მაგრამ განაცხადა, რომ „უდავოა“ მკვლელობაში ისლამისტი ეჭვმიტანილების მონაწილეობა. ნატალია ესტემიროვა 2009 წლის 15 ივლისს მოიტაცეს გროზნოში, რის შემდეგაც ის მოკლული იპოვეს მეზობელ ინგუშეთში. ესტემიროვა 50 წლის იყო.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100