სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რა დარღვევებს იწვევს აბორტი ქალის ორგანიზმში?

ორსულობის ხელოვნურად (აბორტი) შეწყვეტის შემდეგ ხშირია მენტსრუალური ციკლის არევა და მენსტრუაციის გადაცდენა.

აბორტი სერიოზული ჩარევაა ქალის ორგანიზმისთვის ორსულობის ნებიმიერ ვადაზე და ნებისმიერი მეთოდის გამოყენებით. მედიკამენტოზური აბორტისც კი, რომელიც თავის თავში არ მოიცავს ქირურგიულ ჩარევას, არ გამორიცხავს მენსტრუაციის გადაცდენას. აქედან გამომდინარე ქალს აბორტის გაკეთებმადე და მის შემდეგაც უნდა ჰქონდეს კონტაქტი ექიმთან, რომელიც მისცემს შესაბამის რეკომენდაციებს. აბორტის შემდეგ მენსტრუაციის მოსვლა ნიშნავს საკვერცხეებ-საშვილოსნოს ფუნქციის აღდგენას.

თუმცა რეპროდუქციული სისტემის ფუნქციების აღდგენა ყოველთვის არ ხდება გართულებების გარეშე. ამიტომაც მენტრუაციის გადაცდენა აბოტის შემდეგომ უკვე არის საკმარისი მიზეზი, რომ ქალმა მიმართოს ექიმს. ამისთის კი ქალმა უნდა იცოდეს, აბორტის შემდგომ როდის უნდა მოუვიდეს საშუალოდ მენსტრუაცია და რა ნიშნები იძლევა შიშის საფუძველს.

მენსტრუაცია მედიკამენტოზური აბორტის შემდეგ: მედიკამენტოზური აბორტი ხდება ხდება პროგესტერონის რეცეპტორების ბლოკირების გზით, რაც იწვევს საშვილოსნოს ფუნქციური შრის აცლას და მასთან ერთად შორდება განაყოფიერებული კვერცხუჯრედიც. ამან არ უნდა იქიონიოს გვლენა მენსტრუალურ ციკლზე, ამიტომაც მედიკამენტოზური აბორტის შემდგომი მენსტრუაციის დადგომა მოხდება ქალის ინდივიდუალური ციკლის გათვალისწინებით, რამეთუ მედიკამენტოზური აბორტის გაკეთების დღე აითვლება, როგორც მენსტრუაციის პირველი დღე. ჩვეულებრივ მენსტრუაციის გადაცილება მედიკამენტოზური აბორტის დროს არ აჭარბებს 10 დღეს, უიშვიათესად 2 თვემდე. ეს ითვლება ნორმალურად, თუკი ქალს არა აქვს არანაირი დაავადება, ან არ მოხდა ხელმეორედ დაორსულება.

მენსტრუაცია მინი-აბორტის შემდეგ: მინი-აბორტი ტარდება ორსულობის ადრეულ სტადიაზე ვაკუუმ-ექსტრაქციის გზით. მენსტრუალურიციკლის აღდგენა ამის შემდეგ ხდება 2-7 თვეში, ნამშობიარევ ქალებში უფრო მალე, 3-4 თვეში. პირველი მენსტრუაცია მინი-აბორტის შემდეგ იწყება საშუალოდ ერთ თვეში, ინდივიდუალური ციკლის გათვალისწინებით. ამასთან მენსტრუალური გამონადენი შედარებით ნაკლების, ვიდრე აბორტამდე იყო.

მენსტრუაცია კლასიკური აბორტის შემდეგ: კლასიკური აბორტის დროს ხდება საშვილოსნოს გამოფხეკა კიურეტით, ზიანი, რომელიც საშვილოსნოს ადგება, ძალიან დიდია. თუმცა აბორტის ეს ფორმა ორსულობის შედარებით გვიან სტადიაზეც გამოიყენება. გართულებების ალბათობა მეტია და ექიმთან ვიზიტები უნდა იყოს რეგულარული, სანამ ციკლი არ აღდგება სრულყოფილად.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100