სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

შაკირა პიკესგან ბავშვს ელოდება

მომღერალი შაკირა, „ბარსელონას“ ფეხბურთელისგან, ჟერარ პიკესგან ფეხმძიმედაა.

აღნიშნული ინფორმაცია შაკირას მამამ, უილიამ მებარაკმა გაავრცელა.

„ვიმედოვნებ, რომ ოფიციალური ინფორმაცია უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი. როცა ჩვენი ქალიშვილი ბედნიერია, ჩვენც კარგად ვგრძნობთ თავს. ჟერარი კარგი ახალგაზრდაა“, - აღნიშნა მებარაკმა.

გავრცელდა ხმები იმის შესახებაც, რომ შაკირამ და პიკემ ესპანეთში, ბარსელონასთან ახლოს უძრავი ქონება შეიძინეს. ამ დროისათვის ვარსკვლავი ორსულობის მეორე თვეშია. მომღერალი და ფეხბურთელი ძალიან ბედნიერები არიან. მათ თანაცხოვრებაში ასაკიც არ უშლით ხელს: შაკირა პიკეზე 10 წლით უფროსია.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100