მცხეთასთან ავარიის გამო შეფერხებული სარკინიგზო მიმოსვლა აღდგენილია
მცხეთის მე-18 კილომეტრზე სარკინიგზო მოძრაობა ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდა.
მცხეთაში მომხდარი ავარიის გამო, რკინიგზაზე მატარებლების მოძრაობის აღდგენა მხოლოდ გვიან ღამით გახდა შესაძლებელი.
დილის საათებში რეისებს მხოლოდ დაგვიანებული, გრაფიკიდან ამოვარდნილი მატარებლები ასრულებდნენ.
საწვავითა და პროდუქტით დატვირთული დაახლოებით 15 ვაგონი ლიანდაგიდან გუშინ გადავიდა, რის შედეგადაც საწვავი დაიღვარა და აალების საშიშროება გაჩნდა.
მომხდარის მიზეზად, ერთ-ერთი ვაგონის გაუმართაობა სახელდება.
კომენტარი