სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ლალი მოროშკინამ თაკო ფხაკაძე სცემა, მერე კი „კავკასიის“ ეთერში დანაშაული აღიარა

ბოლო განახლება: შაბათი, 05.55სთ.

რამდენიმე წუთის წინ ტელეკომპანია „კავკასიის“ პირდაპირ ეთერში, დავით აქუბარდიას გადაცემაში სტუმრობისას ლალი მოროშკინამ სენსაციური აღიარება გააკეთა. როგორც მან განაცხადა, დღეს საღამოს, „ნანუკას შოუს“ საახალწლო გადაცემის ჩაწერის შემდეგ „პრაიმტაიმის“ მთავარი რედაქტორი - თაკო ფხაკაძე სცემა:

„ამ ეთერიდან მივმართავ სამართალდამცველებს და მათთვის ვაკეთებ აღიარებას, რომ მე ვცემე თაკო ფხაკაძე. ეს „ნანუკას შოუს“ ჩაწერის დროს მოხდა, სისხლი ახლაც მამჩნევია ხელზე. მაპატიოს ტელემაყურებელმა, მაგრამ სხვა გზა არ მქონდა და მირჩევნია, პასუხი ვაგო, ციხეში ჩავჯდე, ვიდრე თავმოყვარეობის შელახვა ავიტანო“, - განაცხადა ლალი მოროშკინამ.

მოროშკინა დღეს მომხდარ ინცინდენტს მიმდინარე წლის ზაფხულში ფოტორეპორტიორების დაკავებას ფაქტს უკავშირებს და ამბობს, რომ მაშინ „პრაიმ ტაიმის“ რედაქტორი თაკო ფხაკაძე იმის გამო გააკრიტიკა, რომ საკუთარი თანამშრომლის, ნათია გედენიძის დაკავებას არ აპროტესტებდა.

„ვთქვი, რომ მას არ ჰქონდა უფლება მაშინ გაემართა ე.წ. შლიაპა ფართი. იგი გვერდით უნდა დადგომოდა თანამშრომელს“, – აცხადებს მოროშკინა.

"კავკასიის" ეთერში ლალი მოროშკინამ „პრაიმტაიმს“ „ჭორიკანა გაზეთი“ უწოდა და აღნიშნა, რომ „ის, რაც იქ კეთდება, ჟურნალისტიკა არ არის“, ამავე დროს, თაკო ფხაკაძეზე საუბრისას აღნიშნა, რომ „მის სილიკონებით გადაბერილ სახეზე უკვე ადგილი აღარ არის“ და რომ იგი „ვერ შედგა, როგორც პიროვნება, ქალი და ჟურნალისტი“.

შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია „კავკასიის“ ეთერში ლალი მოროშკინამ ზემოთაღნიშნული განცხადება რამდენიმე წუთის წინ გააკეთა. „დრონი.ჯი“ ამ წუთებში დეტალების გარკვევას ცდილობს და მომხდარის შესახებ ვრცელ მასალას მოგვიანებით შემოგთავაზებთ.

დაახლოებით ღამის ორ საათზე მომხდარის შესახებ განმარტება "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე "ნანუკას შოუს წამყვანმა", ნანუკა ჟორჟოლიანმაც გააკეთა. მისი თქმით, განმარტება მას შემდეგ ჩათვალა აუცილებლად, რაც მომხდართან დაკავშირებით ლალი მოროშკინას განცხადებები მოისმინა. "დრონი.ჯი" ნანუკა ჟორჟოლიანის სტატუსს "ფეისბუქზე" უცვლელად გთავაზობთ:

"ლალი მოროშკინას განცხადების შემდეგ მე იძულებული ვარ განვმარტო:სამწუხუროდ, მას შემდეგ, რაც ლალი მოროშკინა გამოცხადდა ნომინაციაში „უგემოვნო ქალბატონი“ ( რაც ჩემზეც ბევრჯერ უთქვამთ და არ ვფიქრობ რომ დიდი გემოვნებით გამოვირჩევი) მან ნამდვილად სცემა თაკო ფხაკაძე, რადგან ეს გაზეთის მიერ ჩატარებული გამოკითხვა იყო. კადრებში ჩანს, როგორ უქნევს ჩანგალს ლალი თაკოს, შემდეგ სცემს და ემუქრება!!! რაც მოხდა, არის აღმაშფოთებელი და არა იმიტომ, რომ ეს ჩემს გადაცემაში მოხდა. საზოგადოება ამ კადრებს აუცილებლად იხილავს."

ბმული myvideo.ge-ზე: ლალი მოროშკინას გამოსვლა (21.54 სთ-დან)

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100