სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

დაპირისპირება ბათუმში - რა ვერსიებზე საუბრობს გამოძიება და როგორია პოლიტიკური შეფასებები

მძღოლსა და საპატრულო პოლიციას შორის მომხდარი ინციდენტი ჯერ საპროტესტო აქციაში გადაიზარდა, შემდეგ კი პროცესმა ძალადობრივი განვითარება ჰპოვა.

ათობით დაშავებული მოქალაქე და სამართალდამცველი, დამწვარი მანქანები, დაზიანებული ინფრასტრუქტურა, ქვები, ცრემლსადენი აირი, აალებადი სითხით სავსე ბოთლები, რეზინის ტყვიები,- ეს სულ რამდენიმე საათის წინ განვითარებული სამწუხარო რეალობაა.

რამ გამოიწვია არეულობა ბათუმის ქუჩებში? კითხვაზე პასუხი გამოძიებამ უნდა გასცეს. სისხლის სამართლის საქმე აღძრულია. მანამდე კი ისმის პოლიტიკური ურთიერთბრალდებები. ხელისუფლება ოპოზიციურ ძალებს დესტრუქციულ ქმედებებში ადანაშაულებს, ოპოზიცია კი მოქმედებისა თუ უმოქმედობის გამო, მმართველი გუნდის პასუხისმგებლობაზე საუბრობს.

ვიდეო

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100