სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მეცნიერებმა ნარკოდამოკიდებულებისგან თავის დაღწევის ახალი საშუალება შექმნეს

მეცნიერები ნარკოდამოკიდებულების განმკურნებელი წამლის შექმნაზე მუშაობენ. მათი მტკიცებით უნიკალური პრეპარატი ნარკომანებს სამუდამოდ განკურნავს და ისბევრად უფრო ეფექტური იქნება ვიდრე ის თერაპიული მეთოდები, რომლებიც დღეს გამოიყენება.

პრიმატებზე ჩატარებული ცდების შედეგად დადგინდა, რომ ახლადშექმნილი წამალი კოკაინს თავის ტვინის იმ ნაწილთან არ უშვებს, რომელიც ნარკოდამოკიდებულებას აკონტროლებს. მეცნიერი უეილ კორნელი განმარტავს, რომ აღნიშნული პრეპარატი სისხლში კოკაინს აქრობს და თავის ტვინამდე არ უშვებს.

ნარკოდამოკიდებულების სამკურნალო პრეპარატის ხმარებაში გაშვება უახლოეს მომავალში იგეგმება, თუმცა მანამდე აუცილებელია კლინიკური ტესტირების ჩატარება, რომელიც პრეპარატის ეფექტურობას საბოლოოდ დაადასტურებს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100