სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

თავსხმა წვიმა ბათუმში, შეთხელებული ქართული ოცნება და ივანიშვილის მარგალიტების მორიგი "კონა"

ბათუმში კოალიცია „ქართული ოცნების“ მიერ დაანონსებული აქცია დასრულდა. აქციის დაწყების მომენტისათვის მონაწილეთა რაოდენობა დაახლოებით ოთხი ათას ადამიანს არ აღემატებოდა.

როგორც ცნობილია, აქციის მონაწილეები კოალიციის ლიდერებმა არა მხოლოდ აჭარიდან, არამედ საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან ჩაიყვანეს. ამ მიზნით მობილიზებული იყო სამარშრუტო მიკროავტობუსები, დარიგდა საწვავის ტალონები.

მეოცნებეებს არ გაუმართლათ: მიტინგის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე ბათუმში წვიმა მოვიდა. ალბათ, სწორედ ამით იყო გამოწვეული, რომ ბიძინა ივანიშვილმა მიტინგზე გამოსვლის დროს წვიმაზე და ბათუმზე სიტყვის დასველება სცადა, ეს კი ასე გააკეთა:

"უცნაური ქალაქია ბათუმი, ბათუმი წვიმას უყვარს და ასევე უყვარს ბათუმი მთელს საქართველოს და ეს ბუნებრივიცაა, ბათუმი ზღვისპირა ქალაქია";

აქვე გთავაზობთ სხვა „მარგალიტებსაც“ ბიძინა ივანიშვილის გამოსვლიდან და შეგახსენებთ, რომ მილიარდერის ყოველი საჯარო გამოსვლის შემდეგ მსგავსი „მარგალიტები“ უხვად გროვდება:

"2003 წელთან შედარებით დღეს 150 000-ით მეტი უმუშევარი გვყავს";

"...საქართველოს ყველა მოქალაქეს ექნება ჯანმრთელობის დაზღვევის პოლუსი";

"ჩვენ გავათავისუფლებთ ეკლესიას ყოველგვარი წნეხისგან..."

"სააკაშვილმა სამღვდელოება დააპირისპირა ერთმანეთთან..."

"...ახლა უნდა, რომ ეშმაკის ბორბალით დაგვახვიოს თავბრუ..."

"ანბანის კოშკი, რომლის ასოები ქართულს არ ჰგავს..."

შეგახსენებთ, რომ მორიგი "მარგალიტების" გამოქვეყნების თარიღის დასახელება "ოცნების" მორიგი მიტინგის ანონსზეა დამოკიდებული...

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100