3D ფორმატის „ტიტანიკის“ ფრაგმენტმა მაყურებლები გააოცა
ჯეიმს კამერონმა სახელგანთქმული „ტიტანიკის“ სტერეოსკოპული ვერსიის 18 წუთიანი ფრაგმენტი წარმაოდგინა. პრეზენტაცია კინოკომპანია Paramount–ის ერთ–ერთ კინოდარბაზში შედგა. დამსწრეთა უმრავლესობის აზრით, „ტიტანიკის“ 3D ფორმატი ერთ–ერთი საუკეთესო ვიდეოკონვერტაციაა ამ ფორმატის ვიდეოებიდან, რომელიც ოდესმე უჩვენებიათ დიდ ეკრანებზე.
შეგახსენებთ, რომ კონვერტაციამდე ორიგინალმა ფირმა 4K–ს ფორმატის სკანირება გაიარა. გაწეული სამუშაოების საერთო ხარჯმა 18 მილიონი დოლარი შეადგინა.
თვითონ ჯეიმს კამერონმა კი აღიარა, რომ აღდგენილი „ტიტანიკი“ არ არის სრულყოფილი 3D, მაგრამ დახასიათება 2,99D მისთვის ნამდვილად შესაფერისია.
„ტიტანიკის“ სტერეოვერსია მსოფლიო კინოგაქირავებაში 2012 წლიდან ჩაიშვება.
კომენტარი