სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ქუთაისში "ლიაიას ბორდელი" კულტურულ ძეგლად აღიარეს

ქუთაისში, კოსტავას ქუჩა #25–ში მდებარე სასტუმრო „ლიას“ შენობა, რომელსაც „ლიაიას ბორდელად“ მოიხსენიებენ, მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაშია შეყვანილი.

სასტუმრო „ლიას“ მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებლები,რომლებიც "ლიაიას ბორდელის"დახურვას ითხოვდნენ, აღნიშნული შენობის კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შეყვანას ეწინააღმდეგებიან.

„უმსგავსობაა, დაწესებულება იყოს ბორდელი და ის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში შეიყვანო. რამდენი წელია ამ ბორდელის გაუქმებას ვითხოვთ,“ – აცხადებენ newpress.ge-სთან საუბარში კოსტავას ქუჩის მცხოვრებლები.

სასტუმრო „ლიაში“ მეზობლების პროტესტს არ იზიარებენ და აცხადებენ, რომ მათი ბრალდებები, თითქოს იქ ბორდელი ფუნქციონირებს ტყუილია.

სამაგიეროდ, სასტუმროში განმარტავენ, რომ უკვე ცნობილია მათი შენობის მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში შეყვანის თაობაზე.

აღნიშნულის შესახებ მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში შესული შენობების მესაკუთრეები დღეს ქუთაისის მერიის კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის წარმომადგენლებმა გააფრთხილეს.

მათ მესაკუთრეებს წერილობითი შეტყობინებები დაურიგეს, სადაც უფლება მოვალეობები არის აღწერილი კერძოდ, ის რომ არ შეიძება მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში შესულ შენობაზე მესაკუთრის მხრიდან რაიმე სახის რეკონსტრუქციის (მიშენება, დემოტაჟი და სხვა) განხორციელება.

ქუთაისში კულტურული მემკვიდრეობის ძეგთა ნუსხაში სულ 217 შენობაა შესული მათ შორის 150-მდე შენობა კერძო სახლს წარმოადგენს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100